ჩარგალში „ვაჟაობა – 2017” გაიმართება

29 ივლისს, ჩარგალში, სახალხო დღესასწაული – „ვაჟაობა – 2017” გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ჩატარდება კონცერტი, წაიკითხავენ ვაჟას ლექსებს, მწერლები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე ისაუბრებენ.. .
დაგეგმილია მუსიკალური, სპორტული, თეატრალური ღონისძიებები. წარმოდგენილი იქნება ფშაური სამზარეულოსა და ტრადიციული რეწვის ნამუშევრები, ასევე გაიმართება: დოღი, ჭიდაობა, ეროვნული სამოსის, ფოლკლორული ნიმუშების გამოფენები…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები