უნიკალური წიგნი-კატალოგი: „ქსოვილი საქართველოდან“ გამოიცა

ყველაფერი ქართული ქსოვილის შესახებ მე-7 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე… – ახალი საეტაპო, 400-გვერდიანი წიგნი „ქსოვილი საქართველოდან“ ხელოვნების სასახლემ გამოსცა. წიგნი უნიკალურია ფორმით, დიზაინით, შინაარსითა და პოლიგრაფიის უმაღლესი ხარისხით. პირველი ცდაა, შეიქმნას ქართული ისტორიული ქსოვილის შესახებ ენციკლოპედიური შრომა.
აქ იხილავთ  იმ ქსოვილს, რომლითაც იმოსებოდნენ მეფეები: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი მესამე…
„6 თვე თავდაუზოგავი შრომა, ხშირად ვათენებდით ღამეებს, გადმოვხატეთ 300-ზე მეტი ფრესკა, გადავიღეთ 1000-ზე მეტი ფოტო, ჩვენთვის საინტერესო მასალებს ვეძებდით, მუზეუმების საცავებში, ეკლესიებში, კერძო კოლექციებში, 5 მხატვარი მუშაობდა თავდაუზოგავად, ის,რაც სამუდამოდ იყო დაკარგული საუკეთესო აბრეშუმზე გააცოცხლა მხატვარმა, შემდეგ ვისხედით და მარგალიტის მძივივით ვკინძავდით ყველა გვერდს და აი დღეს საბოლოო პროდუქტი მივიღეთ. დიდი 400-გვერდიანი ფერადი წიგნი კატალოგი – „ქსოვილი საქართველოდან”!.
წიგნის ავტორები არიან: გიორგი კალანდია, ირინა საგანელიძე, ირაკლი ზამბახიძე. სამეცნიერო რედაქტორი – გულიკო კვანტიძე, ფოტოგრაფი რაფიელ არზუმანოვი, თარგმანი მერი ხარაიშვილი  და ანა ბაკურიძე, ინგლისური ტექსტის რედაქტორი ქეითი დევისი, ქართული ტექსტის რედაქტორი ელენე სალარიძე, მხატვრები: ეკატერინე გეგუჩაძე და არტემ ანტანოსიანი, ირაკლი გაბეცაძე და თორნიკე ტყემლაძე, ნაქარგობა ნაციონალური სამოსის სახლი.
მოკლედ იმიტომ კი არა რომ ჩვენია- არა ნამდვილად საეტაპო წიგნი გამოვიდა, ფორმით, დიზაინით, შინაარსით, პოლიგრაფიის ხარისხით და ასე შმედეგ. დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს რომელმაც დააფინანსა. გარწმუნებთ ესეთი მაგარი წიგნი დიდი ხანია არ გინახავთ, მით უფრო ქსოვილზე!“- აღნიშნულია ხელოვნების სასახლის ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები