სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დ.ქ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 22 საათზე, ქ.სამტრედიაში დ.ქ.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა თ.გ.-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით თ.გ.-ს დანით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, თ.გ.-ს გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა დ.ქ. 2017 წლის 11 იანვარს ქ.სამტრედიაში, პოლიციის შენობაში გამოცხადების შემდეგ დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.ქ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები