სუს-ის მიერ დაკავებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ დაკავებულ რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილ სპეციალისტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე ორთვიანი წინასწარი პატიმრობის 10 ათას ლარიანი გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობა დააყენა.
ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ რუსთავის მერიის თანამშრომელი ა. წ. და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გ. ნ. სუს-ის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა 21 ივლისს დააკავა. გამოძიება თავდაპირველად ქრთამის აღების ბრალდებით დაიწყო, თუმცა გუშინ საქმე გადაკვალიფიცირდა და დღეისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები