„ყველას აქვს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ ან დრო შეეცვალათ ან ადგილი, რათა ერთმანეთს არ დამთხვეოდა ორი აქცია“

გამომდინარე იქიდან, რომ 23 ივლისს ერთდროულად ორი აქცია იყო დანიშნული, მათ, ვინც განცხადება მერიაში გვიან შეიტანა, მერიამ აცნობა, რომ ზუსტად იგივე ადგილას აქცია უკვე დანიშნული იყო- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
“ყველას აქვს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ იგივე ადგილზე, იგივე დროს იყო აქცია დანიშნული და ან დრო შეეცვალათ ან ადგილი, რათა ერთმანეთს არ დამთხვეოდა ეს ორი აქცია.
სხვა ინფორმაცია, რაც გავრცელდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ არ გავცემთ აქციის ჩატარების სანქციას – თბილისის მერია იღებს ამას, როგორც ინფორმაციას, რათა გზაზე შეზღუდვების შემთხვევაში გადაალაგოს ტრანსპორტის მოძრაობა და განსაკუთრებით, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ევროპული საქართველო“ დღეს, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-მსვლელობას, მოწოდებით – „არა რუსულ ფაშიზმს“ 20.00 საათზე გამართავს.
„ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქციის პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე, 19:00 საათისთვის კონტრაქცია დააანონსეს „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები