რას ამბობენ ისლანდიაში დაკარგულ ბიჭზე ახლობლები-თვითმკვლელობა გამორიცხულია (ვიდეო)
ისლანდიაში დაკარგული 22 წლის ქართველის ახლობლების ინფორმაციით, ნიკა ბეგაძე უცხოეთში კარიერის ასაწყობად იყო წასული. მათივე თქმით, გამორიცხულია, ბიჭი ვინმეს მოეკლა ან თავად თვითმკვლელობა ეცადა. როგორც ახლობლებმა აღნიშნეს, ნიკა ბეგაძე ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო და საკუთარ მომავალზე ფიქრობდა.
„გასული წლის მაისში წავიდა, ჯერ სწავლობდა და შემდეგ რაღაც სამსახურიც მოძებნა. თავისი კარიერის ასაწყობად იყო წასული. ისეთი ბავშვი იყო, სიკეთის განსახიერება, ძალიან ზრდილობიანი, მთელი ბინა ძალიან განვიცდით. გამორიცხულია, ვინმეს მოეკლა ან გადაეგდო ან თავი მოეკლა, ისეთი ოჯახის შვილი იყო. თავის მომავალზე ფიქრობდა, ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო. მკვლელობის ვერსია არავინ არ იცის, ვერავის ვერ დააბრალებს ოჯახი. ამ დრომდე ეძებენ, ყველანაირ ღონეს ხმარობენ საქართველო და ისლანდიის მხარე, რომ იქნებ გარდაცვლილი მაინც იპოვონ. გუშინ დარეკეს, მამამისს შეატყობინეს. ვისთან ერთადაც იყო ნიკა, ის ბიჭი ელაპარაკა. არავინ არ იცის, როგორ მოხდა ეს ამბავი. თვითმკვლელობა გამორიცხულია. მაგისთანა ბიჭი ამ უბანში არ იყო. უბედური შემთხვევა იყო უფრო“,-აცხადებენ ახლობლები.
შეგახსენებთ, რომ ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ნიკა ბეგაძეს ადგილობრივი პოლიცია უკვე მეოთხე დღეა რაც ეძებს.