ნიკა გვარამია: მე პირადად რამდენიმე თვეა ხელფასი არ ამიღია

მე პირადად რამდენიმე თვეა ხელფასი არ ამიღია – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, მენეჯმენტი პრაქტიკულად არ იღებს ხელფასს , თანამშრომლები კი ნახევარი ოდენობით ხელფასებს იღებენ.
„მე პირადად რამდენიმე თვეა ხელფასი არ ამიღია. მენეჯმენტი პრაქტიკულად არ იღებს ხელფასს და თანამშრომლები იღებენ ნახევარი ოდენობით ხელფასებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობში. ეს არის სახელმწიფოს დამსახურება, ჩვენი ბიზნესი არის სეზონური, ჩვენი ბიზნესი ყოველთვის ვერ ფარავს გასავლებს. ყოველთვის ვიყენებდით საბანკო ინსტიტუციებს და დღეს ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. მიპასუხოს ფინანსთა მინისტრმა, რომელი კორპორაციის ან კერძო სამართლის იურიდიული პირი იცის, რომელიც საბანკო ინსტიტუციასთან ვერ მიდის და რომელსაც არ წარმოეშობა საგადასახადო ვალდებულებები”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები