გიორგი კვირიკაშვილი: აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც ქუთაისის აეროპორტს ერთდროულად 6 რეისის მომსახურების საშუალებას მისცემს.
მისივე თქმით, ტერმინალის გაფართოების პროექტი, რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, რომელიც აეროპორტის ჭიშკრის წინ სარკინიგზო ბაქანის მშენებლობას ითვალისწინებს, ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, გაცილებით უფრო კომფორტულად უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წლის დასაწყისიდან, მგზავრთა ნაკადი 92%-ით არის გაზრდილი, რაც ერთი მხრივ, ვიზალიბერალიზაციის, ხოლო, მეორე მხრივ, ტურიზმის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვანი შედეგია.