გიორგი ფუტკარაძე ტელეკომპანია „მაესტროს” გენერალური პროდიუსერი გახდა

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ახალი ამბების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ფუტკარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს” გენერალური პროდიუსერის პოზიცია დაიკავა. გიორგი ფუტკარაძე აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას უკვე შეუდგა.
“დავიწყე უკვე მუშაობა, ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. “მაესტრო” არის 24-საათიანი საინფორმაციო არხი და უახლოეს პერიოდში, ბევრ სიახლეს გაგაცნობთ”, – განუცხადა „კვირას“ გიორგი ფუტკარაძემ. გიორგი ფუტკარაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა 18 ივლისს დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები