გიორგი ხატიძე: საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში პროგრესირებს

დეპუტატ გიორგი ხატიძის თქმით, საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში პროგრესირებს.
„ეს კიდევ ერთხელ აღიარებული იქნა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მიერ და ხაზგასამით აღინიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ტერორიზმის შესახებ 2016 წლის ანგარიშში“, – აცხადებს გიორგი ხატიძე.
დეპუტატის თქმით, „ჩვენ ვაძლიერებთ და ვახდენთ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესაბამისი ინსტიტუციონალური და სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ აშშ-სთან და ჩვენ სხვა პარტნიორებთან როგორც საერთაშორისო ისე რეგიონულ დონეზე. ამ მიმართულებით წამყვანი ფუნქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აკისრია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ტერორიზმის საფრთხისაგან დაცვას“.
გიორგი ხატიძის ცნობით, ამ მიზნით არაერთი ღონისიება გატარდა. მათ შორისაა ტერორისტული საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მათი განეიტრალება, ტერორისტულ დანაშაული ბრალდებლ პირთა პასუხისგებაში მიცემა, შესაბამისი უწყებების წვრთნა და აღჭურვა.
„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის. ეს გარემოებები მიუთითებს საქართველოს როლსა და მის მნიშვნელობაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სწორედ ამიტომ, საქართველო იმსახურებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალ შეფასებას“, – აცხადებს დეპუტატი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები