“უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ან ზოგადად, უძრავ ქონებაზე შეზღუდვის შემოღებას არავინ აპირებს”

პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ან ზოგადად, უძრავი ქონების გასხვისებაზე შეზღუდვის შემოღებას არავინ აპირებს.
„ის კომუნიკაცია, რომელიც ჩვენს გუნდს ჰქონდა, აბსოლუტურად გახსნილი იყო და არავინ აპირებს დაამძიმოს, ან შეამსუბუქოს მდგომარეობა იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ გქონდა კომუნიკაცია. შესაბამისად, არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ან ზოგადად, უძრავ ქონებაზე არანაირი შეზღუდვის შემოღებას არავინ აპირებს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფადი ასლის განცხადებით, უცხოელებზე არა მარტო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არამედ ყველა ტიპის მიწის გაყიდვა აიკრძალება. ფადი ასლი „ფეისბუქის” გვერდზე წერს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა 2 მოსმენით მიიღო, სიტყვა „სასოფლო- სამეურნეო“ აღარ წერია და ის ყველა ტიპის მიწაზე გავრცელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები