ლევან იზორია: სწავლების ”ღირსეული პარტნიორი 2017” მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდაა

„სწავლებაში ”ღირსეული პარტნიორი 2017” უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა, როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ისე ტექნიკის და ეს კეთდება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაცხადდეს ნატოს წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი, თანადგომა იმ საქმეში, რასაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ჰქვია“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
მისივე თქმით, წვრთნები მიზნად ისახავს ჩვენი შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდას.
”წვრთნები ახლო მომავალში დაიწყება. ამ სწავლებებში განსაკუთრებულად წარმოდგენილია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – აშშ. თქვენ იცით, რომ ერთ კვირაში გვეწვევა შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მას ექნება შესაძლებლობა, მიესალმოს წვრთნებში მონაწილე ამერიკელ და ქართველ სამხედროებს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალ დონეს. ასევე, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა, როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ისე ტექნიკის და ეს კეთდება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაცხადდეს ნატოს წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი, თანადგომა იმ საქმეში, რასაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ჰქვია. ეს წვრთნები მიზნად ისახავს ჩვენი შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდას. ამ გლობალურ წვრთნებში სულ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 50 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს და ამ გლობალური წვრთნების ჩატარება  7 ქვეყანაში ხორციელდება, ერთ-ერთი არის საქართველო. წელს არის სიახლე ის, რომ ტექნიკის უმრავლესობა თვითსვლით გადაადგილდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ანუ ვაზიანისკენ, სადაც წვრთნები ჩატარდება. ეს არის ჩვენი ქვეყნის გაძლიერების და ინტეგრაციის პროცესის მკაფიო გამოხატულება და დემონსტრირება”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ მრავალეროვნული სწავლება – „ღირსეული პარტნიორი 2017″ 30 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები