პროკურატურა: 2016 წელს მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 50 ფაქტია გახსნილი

2016 წელს გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 50 ფაქტი და მხილებულია 34 საჯარო მოხელე – ამის შესახებ პროკურატურის სისტემის განვითარებისკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.
ანგარიშის თანახმად, ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების შედეგად დაზარალებულად ცნობილ- იქნა 91 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ 77 ავტომანქანა, 13 მიწის ნაკვეთი, ასევე სხვადასხვა დასახელების უძრავი და მოძრავი ქონება.
„2016 წელს გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 50 ფაქტი და მხილებულია 34 საჯარო მოხელე, რომელთაგან 23-ის მიმართ, გამოძიების წინაშე მათი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, გამოყენებული იქნა დისკრეცია; 2 საჯარო მოხელის მიმართ შეწყდა გამოძიება მათი გარდაცვალების გამო, ხოლო 9 პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების შედეგად დაზარალებულად იქნა ცნობილი 91 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ 77 ავტომანქანა, 13 მიწის ნაკვეთი, ასევე სხვადასხვა დასახელების უძრავი და მოძრავი ქონება, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 21 109 167 ლარს. 2016 წლის 24 ივნისს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილება გახდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის დამატებითი მექანიზმი“, -ნათქვამია ანგარიშში.
მათივე ცნობით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2016 წელს საქართველოს პროკურატურამ 16 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, საიდანაც 6 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.
„2017 წლის პირველ 6 თვეში გახსნილია მოქალაქეებისთვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 17 ფაქტი და მხილებულია 3 საჯარო მოხელე, რომელთა მიმართ, გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, გამოყენებული იქნა დისკრეცია. ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების შედეგად დაზარალებულად იქნა ცნობილი 44 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, დაუბრუნდათ 6 ავტომანქანა, 2 თვითმფრინავი, 3 შვეულმფრენი, 6 მიწის ნაკვეთი, ასევე სხვადასხვა დასახელების უძრავი და მოძრავი ქონება, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 15 284 646 ლარს. 2017 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს პროკურატურამ 11 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, 39 საიდანაც 5 პირის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი. აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი იყვნენ მსჯავრდებულნი“, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები