პროკურორი – ახალაიას მიერ დანაშაული ძალადობითაა ჩადენილი, თუმცა ის სექსუალური ხასიათის არ ყოფილა

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის რობერტ ახალაიას აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.
საქმის პროკურორი გრიგოლ ბიბილაშვილი ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას ითხოვს.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, პროკორორის განცხადებით, ძალადობის მოტივი იკვეთება.
თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმება ძალადობაში, არ დაუკონკრეტებია.
პროკურორის თქმით, ახალაიას მიერ დანაშაული ძალადობითაა ჩადენილი, თუმცა ის სექსუალური ხასიათის არ ყოფილა.
19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.
შეგახსენებთ, 19 წლის გოგო თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 16 ივლისს მოკლეს.
სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მისი ბიძაშვილი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები