ქართული ჭიდაობა შესაძლოა, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს

წელს შევიტანეთ ახალი ნომინაცია, რომელიც ქართულ ჭიდაობას იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში აღრიცხვას მოიაზრებს, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე- დელონემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ნომინაციის განხილვა მომავალ წელს მოხდება.
”ჩვენ ვართ მუდმივი წარმომადგენლები იუნესკოში და ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან აქტიური მუშაობა. კონკრეტულად, შარშან ქართული ანბანის სამი დამწერლობა იქნა აღიარებული იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. წელს უკვე შევიტანეთ ახალი ნომინაცია, რომელიც ქართული ჭიდაობისმ იუნესკოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში აღრიცხვას მოიაზრებს. ამ ნომინაციის განხილვა მოხდება გაისად – 2018 წელს და ცხადია, ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური და დადებითი შედეგები მივიღოთ”, – განაცხადა ეკატერინე სირაძე- დელონემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები