დავით ნარმანია: სამი წლის განმავლობაში ყველა მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა შევასრულეთ

​„შემაჯამებელ ანგარიშში ვისაუბრებ სამი წლის განმავლობაში გაკეთებულ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტსა და პროგრამაზე, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და შევასრულეთ. დაპირებების აბსოლუტური უმეტესობა მაქვს შესრულებული“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს საქალაქო სამსახურების მუშაობის ანგარიშის შეჯამების საკითხთან დაკავშირებით კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ანგარიშის შეჯამებისას, ისაუბრებს როგორც შესრულებულ, ისე დაწყებულ და მიმდინარე პროექტებზე.
”მე ვაპირებ ცალკე შემაჯამებელი ანგარიშის გაკეთებას, სადაც ვისაუბრებ სამი წლის განმავლობაში გაკეთებულ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტსა და პროგრამაზე, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და რაც შევასრულეთ. დაპირებების აბსოლუტური უმეტესობა მაქვს შესრულებული. ასე რომ, ვაპირებ შესრულებულ დაპირებებზე საუბარს ისევე, როგორც ვისაუბრებ იმ რამდენიმე პროექტზე, რომელიც დაწყებულია და შემდგომ გაგრძელდება”, – განაცხადა ნარმანიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით ნარმანია ანგარიშის პრეზენტაციას სექტემბერში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები