ცხოველთა დაკვლის წესში ცვლილებები შედის

2018 წლის პირველი იანვრიდან ცხოველთა დაკვლის წესში ცვლილებები შედის. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი რეგულაციით, პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად, სავალდებულოა, ცხოველი იდენტიფიცირებული იყოს საყურე ნიშნით.
აღნიშნული რეგულაციის თაობაზე, დღეს, კახეთში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (სეს) ერთად, საინფორმაციო შეხვედრები გამართა, სადაც ითქვა, რომ ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს ცხოველთა იდენტიფიცირებასა და ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას.
პროექტი შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს, საქართველოში ფუნქციონირებდა ფრინველთა და ცხოველთა 86 სასაკლაო. ყველაზე მეტი სასაკლაო (17,4%) მდებარეობს ქვემო ქართლში, ხოლო ყველაზე ცოტა (7,0%) – მცხეთა-მთიანეთში. სასაკლაოებმა 2016 წლის განმავლობაში, 36487,6 ტონა ხორცი აწარმოეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები