ჯანდაცვის მინისტრი ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

“ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას და ზაფხულის პერიოდში, ყველაზე მცირე, ლიტრანახევარი წყალი, ხოლო გარეთ ყოფნისას, ორი ლიტრი წყალი მიიღეთ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ძლიერ სიცხესთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვა, განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვებისათვის, ქრონიკული დაავადებისა და ასაკოვანი პირებისთვის.
“ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას და ზაფხულის პერიოდში, ყველაზე მცირე, ლიტრანახევარი წყალი, ხოლო გარეთ ყოფნისას, ორი ლიტრი წყალი მიიღეთ.
მნიშვნელოვანია ჩაცმულობა, სამოსი უნდა იყოს ღია ფერის, რადგან მზეზე ნაკლებად ირეკლავს სხივებს და უნდა იყოს ჰაერგამტარი. განსაკუთრებით საყურადღებოა ეს ბავშვებისათვის, ქრონიკული დაავადებისა და ასაკოვანი პირებისთვის”, – განაცხდა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები