მდინარე მტკვარის დონე თბილისში 1 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

20 ივლისს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, ორთაჭალჰესზე  გადაუდებელ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით.
„ორთაჭალჰესზე“ ფარის სარემონტო სამუშაოები გაგრძელდება 1 დღის განმავლობაში, რაც გამოიწვევს „ორთაჭალჰესის“ ერთდღიან გაჩერებას. შედეგად, თბილისში, მდინარე მტკვარის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს.
სამუშაოების დასრულებისთანავე, „ორთაჭალჰესის“ სამუშაო პროცესი აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები