შალვა ხუციშვილი: ევროკავშირის ქვეყნებში უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ჩვენი მართვის მოწმობების აღიარების კუთხით

„უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ჩვენი მართვის მოწმობების აღიარების კუთხით, განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ დიალოგი რამდენიმე ქვეყანასთან და ახლა საჭიროა ამ მიმართულების უფრო აქტიურ ფაზაში გადაყვანა“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შს სამინისტრო ერთ-ერთი უწყებაა, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, მემორანდუმი და ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ერთ-ერთი უწყება, რომელსაც აქვს, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, მემორანდუმი და ხელშეკრულება გაფორმებული. საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან. განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს ევროკავშირის მიმართულებით და შემიძლია გითხრათ, რომ დანაშაულის კლებაა მთელ რიგ იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციის ატაშეებია გაგზავნილი. რაც მთავარია, უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ჩვენი მართვის მოწმობების აღიარების კუთხით, განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ დიალოგი რამდენიმე ქვეყანასთან და ახლა საჭიროა ამ მიმართულების უფრო აქტიურ ფაზაში გადაყვანა. ვფიქრობთ, რომ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობების ქუჩაში გატანა მოხდება და მართვის მოწმობის გამოცდა გართულდება, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ამ პროცესს”, – განაცხადა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები