პიანისტ ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული ფესტივალი იუნესკოს მაღალი პატრონაჟით გაიმართება

ქართველი პიანისტ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი “ლირა”, 2017 წლის 2-დან 8 სექტემრის ჩათვლით, ბათუმში რიგით მეხუთე საიუბილეო, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს “BATUMI MUSIC FEST”გამართავს.
წელს ბათუმში საერთაშორისო ფესტივალმა, პირველად საქართველოს ისტორიაში იუნესკოს მაღალი პატრონაჟი მოიპოვა.
ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები ეწვევიან.
ფესტივალის დაარსების დღიდან ერთ-ერთი მთავარი აქცენტი, ქართველი ახალგაზრდების ხელშეწყობაა, რაც აღნიშნულ ფასტივალსგანსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.
მასტერკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით, რაც ახალგაზრდებისმუსიკალურ დონეს ეფექტურად აამაღლებს. საქართველოს ყველა რეგიონიდან, მსურველებს აქვთ საშუალება აღნიშნულ პროექტშიმიიღონ მონაწილეობა, გამორჩეულები კი მიწვეულნი იქნებიან საზღვარგარეთ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში დაკონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, მათი დაფინანსება კი ფესტივალის ფონდიდან მოხდება.
ასევე 7 სექტემბერს ჩატარდება ახალგაზრდა ტალანტების კონკურსი, სადაც გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად მუსიკალური არტ-ბანაკის შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები