საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღებაზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირის მიერ, ქ. ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით, 9 ცალი 500-ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოხდა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია, საერთო ჯამში, 11 ცალი 500-ევროიანი ყალბი კუპიურა, ასევე, ხსენებულ პირზე გაცემული როგორც საქართველოს, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 – ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები