ანიტა რაჭველიშვილმა პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე იმღერა (ვიდეო)

მსოფლიოში ცნობილმა, ქართველმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა გუშინ საფრანგეთში, ეროვნული დღესასწაულზე იმღერა. ანიტა რაჭველიშვილმა, სხვა მომღერლებთან ერთად, საფრანგეთის ჰიმნი – „მარსელიეზა“ ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავ კონცერტზე შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ 1798 წლის 14 ივლისს შეიარაღებული ხალხის მასამ იერიში მიიტანა ბასტილიის ციხეზე და აბსოლუტიზმის სიმბოლოდ ქცეული სახელმწიფოს ეს მთავარი საპყრობილე აიღო. მეფე ლუი XVI იძულებული გახდა, რამდენიმე დღეში პარიზში ჩასულიყო და ხალხის რევოლუცია ეღიარებინა. ბასტილიის აღების დღესასწაულს ფრანგები ყოველწლიურად აღნიშნავენ.
წელს, ოფიციალური ღონისძიებებისა და სამხედრო აღლუმის შემდეგ, პარიზში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები