ნიუ-იორკში ქართულ-ამერიკული თეატრალური ფესტივალი იხსნება

დღეს ნიუ-იორკში ქართულ-ამერიკული თეატრალური ფესტივალი იხსნება. ამ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. ბროდვეიზე, „ტეატრო სირკულოში“ ქართველი ავტორების ნამუშევრების მიხედვით შექმნილი სპექტაკლები დაიდგმება. ფესტივალი ინგლისურად ნათარგმნი პიესების საჯარო კითხვასაც მოიცავს.
ქართულ-ამერიკული თეატრალური ზეიმი, მიზნად ისახავს ამერიკელ მაყურებელს, მსოფლიოს გამორჩეული კუთხის 9 დრამატურგი გააცნოს. პროგრამაშია: ლაშა ბუღაძის „ნავიგატორის“ მსოფლიო პრემიერა და თამარ ბართაიას „სათამაშო იარაღი.“ ასევე 7 პიესის საჯარო კითხვა. მათ შორის დათა თავაძის „დედა ომი,“ რეზო კლდიაშვილის „პილონი“, ნესტან კვინიკაძის „მეგობრები“, გურამ ბათიაშვილის „არწივის ფრთებზე“, ბასა ჯანიკაშვილის „დიქტატურა“, დათო ტურაშვილის „რკინის ფარდა“ და ნინო ხარატიშვილის „ლივშტაინი.“
სპეციალური პროგრამით წარმოდგენილი იქნება: ლაშა ბუღაძის „პუტინის დედა“ და თამარ ბართაიას „კაბის დღიური.“
ფესტივალი  ბროდვეიზე 13 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები