„Art-გენი 2017“ – პრესკონფერენცია გაიმართება

ფესტივალი „Art-გენი 2017“ მიმდინარეობს. 14 ივლისს, 13:00 საათზე, „თი-ბი-სი გალერეაში“ ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან ფესტივალის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, წელს „Art-გენი 2017“ 10 ივლისს სურამში, ბაიანთხევის ტყე-პარკში რეგიონული ტურნეთი გაიხსნა და 12 ივლისს მცხეთის ახალ ნავსადგურში გადაინაცვლა.
„Art-გენი 2017“ – ის თბილისის ტური კი, 17-24 ივლისს, ტრადიციულად, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმი გაიმართება. წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.  მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამის გარდა, ფესტივალის ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ერთი კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის სხვადასხვა გამოფენა; რეგიონების ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები და „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ, ქართული სამზარეულო და სხვა. ფესტივალი იმართება პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში და მისი მხარდამჭერია  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

17-24 ივლისი, თბილისის ტურის პროგრამა:

17 ივლისი – სოფი ვილი
18 ივლისი – Asea Sool
19 ივლისი – რობი კუხიანიძე და ჯგუფი „აუთსაიდერი“
20 ივლისი – ჯგუფი „რეგიონი“
21 ივლისი – ჯგუფი „ფრანი“
22 ივლისი – ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“
23 ივლისი – ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33ა“
24 ივლისი – ანსმაბლ „სუზიშვილების კონცერტი.

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, ფესტივალმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და არქივად აქცია. ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები