6 წლის გოგონას ძებნაში მყვინთავები ჩაერთვებიან

  ვანის რაიონის სოფელ შუამთაში დაკარგული 6 წლის გოგონას სამძებრო ღონისძიებაში შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მყვინთავები ჩაერთვებიან – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, 6 წლის გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ოჯახმა ადგილობრივ პოლიციიას შეატყობინა.
იმერეთის შს სამმართველოს თანამშრომლები 6 წლის გოგონას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. გოგონას გაუჩინარების ფაქტზე იმერეთის შს სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე 115 -ე მუხლით აღიძრა. შეგახსენებთ, რომ ვანის რაიონის სოფელ შუამთაში 6 წლის გოგონა დაიკარგა.
როგორც დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როდესაც მამამ ორი მცირეწლოვანი შვილი სიგარეტის საყიდლად მაღაზიაში გააგზავნა. “შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. შუამთა არის სოფელი ვანის რაიონში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
3 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ, მეოთხეზე ფეხმძიმედ არის დედა. მამამ სოფლის ცენტრში სიგარეტის საყიდლად გაუშვა 7 წლის ვაჟი და 6 წლის გოგონა. გოგონა უკან აღარ დაბრუნდა. ბიჭი გარკვევით ვერ ამბობს, თუ რა მოხდა. ხან ამბობს, რომ გოგონა მდინარე ყუმურის პირზე თამაშისას მდინარეში ჩავარდა, ხან ამბობს, რომ ვითომ ვიღაცას ჩაუჯდა მანქანაში და გაჰყვა”, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები