ახალი სოციალური მოძრაობა – „შემოსე თანამოქალაქე“ იწყება

12 ივლისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და კომპანია „ფრეგოს” დირექტორი რუსუდან რამაზაშვილი დაესწრნენ.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დაიწყება ახალი სოციალური მოძრაობა – „შემოსე თანამოქალაქე”.
როგორც მოძრაობის კოორდინატორმა ბექა ღაჟონიამ განაცხადა, „ბავშვებისთვის შეგროვდება ტანსაცმელი და სათამაშოები, რომლებიც დაურიგდებათ რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშვებს. უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდება სპეციალური ყუთები, სადაც ყველა მსურველს შეუძლია მიიტანოს ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები