ავღანეთში ქართველ მებრძოლებს წიგნებს გაუგზავნიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა “ეკვილიბრიუმის” ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 300-მდე წიგნი გადაეცა. წიგნები ავღანეთში არსებულ სამივე ქართულ ბაზაზე მყოფ ჯარისკაცებს გაეგზავნებათ.
ეროვნული ბიბლიოთეკა და თავდაცვის სამინისტრო ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას. ბიბლიოთეკების გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ბაზებშიც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები