ილია ელოშვილი: ვეცდები, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნო და განვავითარო ის მიღწევები, რომლებიც რეალურად არსებობს

“მინდა, პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო”, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ელოშვილმა აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნა მისთვის ძალიან დიდი პატივია.
„მინდა, პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო. მინდა, მადლობა გადავუხადო კახა კალაძეს და ჩემს ყველა კოლეგას. მათი გვერდით დგომით, მათი მხარდაჭერით, დღეს ენერგეტიკის სამინისტრო წარმატებულია და ვეცდები, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნო და განვავითარო ის მიღწევები, რომლებიც დღესდღეობით რეალურად არსებობს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყველა ჩვენი ნაბიჯი გადადგმული იქნება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისკენ. ამის ირგვლივ ვიტრიალებთ ჩვენ შემდეგი წლების განმავლობაში, იმიტომ, რომ ჩვენი რეგიონი გეოგრაფიულად ჩვენგან მოითხოვს მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხო და ენეგროდამოუკიდებელი, ასევე, იყოს მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის, რაც შეიძლება, ენერგეტიკის სფეროში, ჩვენს რეგიონში იყოს. ეს მიმართულებებია – დამატებითი გენერაციის წყაროებით განახლებად ენერგიაზე აქცენტირება, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი ენერგეტიკის კანონი და სხვა მიმართულებები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ჩვენი ენერგეტიკის სფეროს წარმატებას და განვითარებას უზრუნველყოფენ“, – განაცხადა ელოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები