მერაბ ქვარაია მიხეილ სააკაშვილს წარსულს ახსენებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მერაბ ქვარაია გადაცემა “არჩევანის“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირდაპირ ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და წარსულს იხსენებს.
“სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე მოსახვედრად ღობეზე გადაძვრა, გიორგი კვირიკაშვილზე არ უნდა საუბრობდეს ამ ტონით. სააკაშვილმა მთელ დასავლეთს, ამერიკას და ევროკავშირში ჩვენს მოკავშირეებს უღალატა, როცა მედიაზე რეიდები ჩაატარა, სასჯელაღსრულების სისტემაში წამებით და ძალადობით მართვა დანერგა და სამეგრელოს ტყეებში, სამალავებში გაუპატიურებით უსწორდებოდა ადამიანებს, განსხვავებული აზრის გამო. საბედნიეროდ, ეს დრო დასრულდა და სააკაშვილის გახსენება დღეს აღარავის უნდა”, – აცხადებს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები