ირაკლი კობახიძე კონფერენციას – „საქართველოს ევროპული გზა” დაესწრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 13-14 ივლისს ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა” დაესწრება.
ირაკლი კობახიძე კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებს ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტ მაროს სეფკოვიჩთან ,ევროპარლამენტარებთან: კატი პირთან, ედუარდ კუკანთან, ანა გომეშთან, რებეკა ჰარმსთან, არნე ლიეცთან და ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარესთან, კლერ მუდისთან, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მოადგილე მარია კოცთან და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე პრეზიდენტ რასა ბუდბერგაიტესთან გამართავს.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები