მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი დღესაც ძველებურად უტიფრად ესაუბრება საზოგადოებას

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პირდაპირ ეთერში გამოჩენით, თვალნათელი ხდება რადიკალური განსხვავება მაშინდელ და ახლანდელ ლიდერებს შორის.
“რაც უფრო ხშირად გამოჩნდება სააკაშვილი, მით უფრო ხშირად გაგვახსენდება როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის ლიდერი. ის დღესაც ძველებურად უტიფრად ესაუბრება საზოგადოებას და პირდაპირ ეთერში, თავხედური მეთოდებით ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს კვირიკაშვილსა და კალაძეს, თუმცა სააკაშვილის გამოჩენით, საუბრით, მისი ნამოქმედარის და პერიოდის გახსენებით, კიდევ უფრო თვალნათელი ხდება რადიკალური განსხვავება ქვეყნის მაშინდელ და ახლანდელ ლიდერებს შორის. საბედნიეროდ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო უმოკლეს დროში ავტოკრატიიდან, უსამართლობიდან, კლანური მმართველობიდან გადასულიყო ადამიანზე ორიენტირებულ, დემოკრატიულ, ღია და გამჭვირვალე მმართველობაზე და ყოლოდა ლიდერები, რომლებიც ადამიანურობის და წარმატებითს მაგალითს იძლევიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები