მცხეთის ნავსადგურში ფესტივალი Art-გენი გაიმართება

12 ივლისს, მცხეთის ახალ ნავსადგურში, ფესტივალი Art-გენი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მცხეთის ახალი ახალი ნავსადგური, რომელიც სანაოსნო ტურის ფარგლებში სტუმრებს მცხეთის და საქართველოს ისტორიას 15 ენაზე აცნობს, ოფიციალურად 12 ივლისს გაიხსნება და პრეზენტაცია სწორედ Art-გენის ფარგლებში გაიმართება.
ახალი ნავსადგურის ტერიტორიაზე 16:00 საათიდან გაიხსნება ხალხური რეწვის გამოფენები – გამოფენა “მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა”, ასევე ფოლკლორული კონცერტი მცხეთის მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით და „შავფაროსნების“ ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი შოუ.
დღის ბოლოს ფესტივალის რეგიონული ტურნე მცხეთის ნავსადგურში „თსუ გორდელას“ სოლო კონცერტით დაიხურება.
„Art-გენი 2017“ 10 ივლისს რეგიონული ტურნეთი სურამში გაიხსნა. ფესტივალი ტრადიციულად თბილისის ტურით ეთნოგრაფიულ მუზეუმში 17-24 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები