„ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ“ – ანი სირაძემ მამუკა ჩარკვიანის სიმღერა ჩაწერა (ვიდეო)

საზღვარგარეთიდან დაბრუნებულმა ანი სირაძემ მამუკა ჩარკვიანის სიმღერა -,,ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ ” ჩაწერა. სიმღერის პრემიერა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში, გადაცემაში „შუადღე 3-დან 5-მდე“ შედგა.
როგორც „კვირას“ ანი სირაძემ განუცხადა, ჯანსუღ ჩარკვიანის ტექსტზე დაწერილი ეს სიმღერა პირველად მამუკა ჩარკვიანის სოლო კონცერტზე შეასრულა. მოწონების შედეგად, გადაწყდა სიმღერის ჩაწერა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს სიმღერა მამუკა ჩარკვიანმა 15 წლის ასაკში პირველად დაწერა.
გთავაზობთ სიმღერის ბმულს: https://www.youtube.com/embed/WDOcEDjW9RA

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები