„პატრიოტთა ალიანსი“ შეხვედრებს სად ჩაატარებს, ეს ის საკითხი არ არის, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” თანხმდება”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის საპარლამენტო გუნდის რუსეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებასთან” “პატრიოტთა ალიანსის” შეხვედრების ჩატარების ადგილი არ თანხმდება. დეპუტატის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციაა.
„ჩვენი ადგილი ცივილიზებულ და განვითარებულ მსოფლიოშია. რაც შეეხება ქალაქებს, მაღალი დონის შეხვედრები იყო ვაშინგტონში, ჟენევასა და ბრიუსელში. „პატრიოტთა ალიანსი“ შეხვედრებს სად ჩაატარებს, ეს ის საკითხი არ არის, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” თანხმდება. ისინი ანგარიშვალდებული თავის ამომრჩეველთან არიან და როცა შეხვედრებს დაასრულებენ, დარწმუნებული ვარ, პასუხებს გასცემენ, თუმცა ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმაზე, სად რა შეხვედრებს ვატარებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები