წიგნის -„ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე“ წარდგენა გაიმართება

 ფრანგი მწერლის მატიას ენარის წიგნის -„ესაუბრე ბრძოლებზე, მეფებსა და სპილოებზე“ წარდგენა „წიგნის სახლში ბახტრიონზე“ გაიმართება. წიგნი „დიოგენემ“ გამოსცა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნს წარადგენს მთარგმნელი თამარ ლომიძე.
ღონისძიება 13 ივლისს, 19:00 საათზე დაიწყება.
1506 წელს, სულთან ბაიაზიდ II-ის მიწვევით, მიქელანჯელო ბუონაროტი კონსტანტინოპოლში ჩავიდა. გენიალურ მოქანდაკეს პაპ იულიუს II-ის აკლდამის მშენებლობა მიუტოვებია და, ხელმომჭირნე პონტიფექსზე გულმოსული, მალულად ოსმალეთში გაიქცა. მიქელანჯელომ ოქროს რქაზე ხიდი უნდა ააგოს. მოქანდაკე პირველი არ არის, ვისაც ამ ხიდის აგებას სთავაზობენ. მანამდე სულთანმა თავად ლეონარდო და ვინჩის პროექტი დაიწუნა. მიქელანჯელო გულში წინასწარ ზეიმობს – ამ ხიდით პაპსაც ასწავლის ჭკუას და ლეონარდოსაც მიუჩენს საკადრის ადგილს. ოღონდ მან ერთი რამ არ იცის – სულთნის კარზე უკვე ხლართავენ ინტრიგებს ფლორენციელის წინააღმდეგ…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები