ქართული ფილმი „დედე“ კარლოვი – ვარის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა

მარიამ ხაჭვანის ფილმმა “დედემ”, კარლოვი – ვარის კინოფესტივალზე, ჟიურის პრიზი დაიმსახურა.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, წლევანდელ ფესტივალში ორი ქართული ფილმი მონაწილეობდა: გიორგი ოვაშვილის „ხიბულა” (მთავარი საერთაშორისო კონკურსი) და მარიამ ხაჭვანის „დედე” (საკონკურსო პროგრამა „დასავლეთის აღმოსავლეთი” – East of the West).
კინოპროექტი „დედე“ ეროვნული კინოცენტის, Doha Film Institute-სა და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.
„დედეს” გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის გმირი სვანი გოგონა სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც.
“დედეს” პრემიერა საქართველოში ბათუმის კინოფესტივალზე შედგება, თბილისში კი მას  ნოემბერში იხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები