არქიმანდრიტ სოკრატე ჭულუხაძისადმი მიძღვნილი წიგნის წარდგენა გაიმართება

არქიმანდრიტ სოკრატე ჭულუხაძისადმი მიძღვნილი წიგნის წარდგენა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება. წარდგენა 11 ივლისს, 19.00 საათზე დაიწყება.
წიგნის ავტორია ციცინო ქასოშვილი.  საღამოს გაუძღვება წმინდა გიორგის ორდენის კავალერი, პოეტი  მზია ხეთაგური.
როგორც „კვირას“ სამაჩაბლოდან დევნილმა პოეტმა ციცინო ბაბუციძემ განუცხადა, იავარქმნილია მისი მშობლიური სამაჩაბლო და უსაყვარლესი სოფელი აჩაბეთი… „მობრძანდით ტაძარში ჩვენი სულიერი მოძღვრის სულის გასახსენებლად! ლოცვა და ერთად ყოფნა არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა და ხიდი!“
ცნობისათვის: არქიმანდრიტი მამა სოგრატე (ჭულუხაძე) შარშან 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მამა სოგრატე (ჭულუხაძე) დაიბადა  ცხინვალის რაიონში, სოფელ ზემო აჩაბეთში, მრავალშვილიან ოჯახში.
1968 წლის 17 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხა. იმავე წელს მღვდლად აკურთხეს და სიონის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. პარალელურად, სემინარიის პედაგოგი იყო.
1975 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, დავით მეხუთემ მამა სოგრატი ბერად აღკვეცა, არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა, სადაც წლების მანძილზე იმსახურა.
1979 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ იგი მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. 1992 წელს მამა სოგრატი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის, სამთავროს დედათა მონასტრის და ღირსი შიო მღვიმელის მონასტრის მთავარ ხუცესად დაინიშნა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები