ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მენეჯმენტის წარმომადგენლები თბილისს ესტუმრნენ

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, თბილისს სამუშაო ვიზიტით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელი სიმონე ბიულერი და პროგრამის მენეჯერი კარინა გოლდბერგი ესტუმრნენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გერმანელმა სტუმრებმა ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად 2017 წლის ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველოსთვის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის გადმოცემის ცერემონიალისა და ქართული მხარის პირველი პრესკონფერენციის დეტალებზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს 2018 წლისთვის დაგეგმილი ლიტერატული პროგრამის დაგეგმვა-განხორციელების საკითხები.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის კულტურული პროგრამის კურატორსა და კოორდინატორებს. შეხვედრაზე ქართული კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების წარსადგენად დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები