ქუჩის აკადემია – ლევან შატბერაშვილის ლექცია გაიმართება

 „არტარეას“ ორგანიზებით, ფილოსოფოს ლევან შატბერაშვილის ლექცია თემაზე:  ჯოზეფ კონრადის „წყვდიადის გული“ და კოლონიალიზმი გაიმართება. ლექცია 10 ივლისს, 19:00 საათზე დაიწყება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ჯოზეფ კონრადის „წყვდიადის გული“, რომელიც პირველად 1899 წელს გამოიცა, დღემდე რჩება კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის კრიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ ტექსტად.
კონრადი უდიდესი ექსპრესიით აღგვიწერს ბელგიურ კონგოში, პროგრესისა და განვითარების იდეების საფარქვეშ განხორციელებულ სისატიკეს და, ამასთან ერთად, გვთავაზობს ადამიანის ერთობ პესიმისტურ სურათს. „წყვდიადის გულში“ აღწერილი კოლონიალური ყოფა და მასში შემოთავაზებული ადამიანის ხატი დღემდე არ კარგავს აქტუალობას და შესაძლებლობას გვაძლევს, გავერკვიოთ დღევანდელობაში ჩვენს წინაშე მდგარ სირთულეებში”, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ლექცია  „არტარეას“ ეზოში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები