ფრანც კაფკას რომანის – „ამერიკის“ წარდგენა გაიმართება

12 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ფრანც კაფკას რომანის – „ამერიკის“ წარდგენას მართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნს მთარგმნელი რუსუდან ღვინეფაძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი წარადგნენ.
XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერლის დაუმთავრებელ რომანში „ამერიკა“, აღწერილია 16 წლის ემიგრანტის, კარლ როსმანის მოგზაურობა და ცხოვრება მრავალთა საოცნებო ქვეყანაში. მშრალი, თითქოსდა დოკუმენტური თხრობის მიუხედავად, ნაწარმოებში გენიალურადაა გადმოცემული პერსონაჟის ცნობიერების სიღრმეები. თავად მწერალი არსად ჩანს, კომენტარებისგან თავს იკავებს, უბრალოდ, დაწვრილებით აღწერს სიტუაციას და დასკვნების გამოტანას მკითხველს მიანდობს. სწორედ ეს, კაფკასთვის დამახასიათებელი მშრალი და, ამავე დროს, დაძაბული თხრობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. აღსანიშნავია, რომ მწერალი ამერიკულ შთაბეჭდილებებს ისე აღწერს, რომ მას ამ ქვეყნის მიწაზე ფეხიც არ დაუდგამს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები