თეა სუბელიანი საქველმოქმედო სოლო კონცერტს გამართავს

 ოპერის მომღერალი თეა სუბელიანი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სოლო კონცერტს გამართავს. კონცერტი 8 ივლისს, 18:30 საათზე დაიწყება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტი საქველმოქმედოა და შესრულდება პერგოლეზის, კაჩინის, მოცარტის, შოსონის, პუჩინის, შუმანის, ფორეს, დელიბის, გერშვინის, დონიცეტის ნაწარმოებები.
კონცერტმეისტერი ელენე ზენაიშვილი;
მოწვეული სოლისტი შოთა ბათიაშვილი (ჰობოი);
თეა სუბელიანი კონცერტს უძღვნის EUROPA DONNA GEORGIA „ევროპა დონა – საქართველოს“ პრეზიდენტს – ანა მაზანიშვილს, რომელსაც მოულოდნელად დაუსვეს თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის დიაგნოზი და დახმარება სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები