“ქართულ ხელნაწერთა ანდერძების მონაცემთა ბაზა“ – გამოფენა-წარდგენა გაიმართება
საგრანტო პროექტის – “ქართულ ხელნაწერთა ანდერძების მონაცემთა ბაზა“ (ხელმძღვანელი – ქეთევან ასათიანი) გამოფენა-წარდგენა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ეს იქნება საბოლოო გამოფენა-პრეზენტაცია, რომელიც 6 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება.