ავღანეთში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 6 დაიჭრა. დაღუპულთა შორის ბავშვები არიან. ფარახის პროვინციაში გზასთან დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა. ბომბი იმ მომენტში აფეთქდა, როდესაც ამ ადგილს ავტომობილი მიუახლოვდა.
ცნობისთვის, 2016 წელს მოძრაობა „თალიბანის“ მიერ მოწყობილ აფეთქებებს ავღანეთში 2 156 ადამიანი ემსხვერპლა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები