ალენ ვანიეს „ფსიქოანალიზის შესავლის“ წარდგენა გაიმართება

6 ივლისს, 18:30 საათზე, ფრანგი ფსიქოანალიტიკოსის და ფსიქიატრის, პარიზის დიდროს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის, ალენ ვანიეს „ფსიქოანალიზის შესავლის“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ გამომცემლობა „დიოგენედან“ აცნობეს, წიგნს წარადგენს მთარგმნელი გიგა მამინაშვილი.
ვანიეს „ფსიქოანალიზის შესავალი“ განკუთვნილია როგორც ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსებისა და მომიჯნავე პროფესიების წარმომადგენლების, ისე მკითხველთა ფართო წრისთვის. კვლევის ფსიქოანალიზური მეთოდი და მისი კონცეპტუალური სისტემა არა მხოლოდ პიროვნების ფსიქიკური ცხოვრების, არამედ სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ფენომენების გაგების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.
ღონისძიება გაიმართება ,,ფრანგული ინსტიტუტის” მედიათეკაში.
მის: გუდიაშვილის ქ.№7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  შენობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები