„მე თქვენ მიყვარხართ, ქართველებო” – ემიგრანტ რუსუდან კაჭკაჭიშვილის სამკაულების გამოფენა გაიხსნება

8 ივლისს, 18:00 საათზე, “არტგალერეა ვაკეში”  ქართველი ემიგრანტის, რუსუდან კაჭკაჭიშვილის ბუნებრივი ქვისაგან დამზადებული სამკაულების  გამოფენა   გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენას „მე თქვენ მიყვარხართ, ქართველებო“/ „I love you Georgians” ჰქვია. „მე თქვენ მიყვარხართ, ქართველებო, ნაცნობებო და უცნობებო! – ასე მიმართავს რუსუდან კაჭკაჭიშვილი მაყურებელს, –  10 წელია თითქმის ავსტრიაში, ვცხოვრობ. ბუნებრივი ქვების სიყვარულით ყოველთვის ვიყავი გატაცებული, მათზე მუშაობა და კომპოზიციების შექმნა კი რამდენიმე წელია დავიწყე. ეს ჩემი ჰობი და დიდი სიყვარულია, იმდენ სითბოს და რუდუნებას ვდებ თითო ნაკეთობაში, რომ ისინი ჩემი ცხოვრების ნაწილი ხდებიან. ბუნებრივი ქვები დიდი ენერგიის მატარებელია, ისინი კარგ განწყობაზე გვაყენებენ და გვაჯანმრთელებენ კიდეც.
თითოეულ ქვას ვეფერები, მჯერა, რომ  ამ სამკაულის მფლობელი ბედნიერებას იპოვის. მათი ტარებით ხომ ყველაფერი მკვეთრად სასიკეთოდ იცვლება. და მეც ბედნიერი ვარ, ჩემი მიზანიც ეს არის, მივანიჭო ადამიანებს ჩემი წილი სიხარული და ბედნიერება.
ვენაში მრავალჯერ მიმიღია მონაწილეობა შერეულ თუ პერსონალურ გამოფენებში, საქართველოში კი პირველი იქნება. ძალიან მიხარია, ჩემი დიდი ოცნება სრულდება. საქართველოსკენ გადმოდგმული პირველი ნაბიჯია, ყველა ემიგრანტი ხომ დაბრუნებაზე ოცნებობს“, – წერს ფეისბუქის გვერდზე რუსუდან კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები