გია მარკოზაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა

4 ივლისს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ,,გალერეაში”  გია მარკოზაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
გამოიფინა 30-მდე აბსტრაქტული ნამუშევარი. როგორც გამოფენის გახსნაზე აღინიშნა, კომპოზიციები გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და სტილისტიკური თავისებურებებით.  გაჯერებულია მსუყე და კოლორიტული ფერებით.
ნამუშევრების დათვალიერება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. გამოფენა  19 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები