ოპერის თეატრის წინ ლადო ათანელის ვარსკვლავი გაიხსნება

7 ივლისს, 19 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის ვარსკვლავი გაიხსნება. კონცერტის პროგრამა ცნობილმა ბარიტონმა დღეს თავად წარადგინა. პარტნიორობას მას იანო ალიბეგაშვილი და ბადრი მაისურაძე გაუწევენ.
საღამოზე შესრულდება სცენები ჯუზეპე ვერდის ოპერებიდან “ბედის ძალა” და ჯაკომო პუჩინის “ტოსკა”.
ლადო ათანელის დებიუტი თბილისის ოპერაში 1989 წელს შედგა. მომღერალი მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე დიდი წარმატებით მოღვაწეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები