გიორგი ბადაშვილი კონფერენციას – „ორმხრივი თანამშრომლობა ევრაზიული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ესწრება

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით გამართულ კონფერენციას -„ორმხრივი თანამშრომლობა ევრაზიული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“  ესწრება.
კონფერენციას საფრანგეთის ელჩი საქართველოში – პასკალ მონიე, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, საქართველომ 2014 წლიდან დიდი ძალისხმევა გასწია, „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, ასევე, მაფიოზური ტიპის ახალი ფორმის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში. ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე ქმედებების სამართლებრივი კონტექსტის, მიზნის და საზოგადოებისთვის არსებული საფრთხის უკეთ გაცნობის საკითხებზე. ხაზი გაესვა დანაშაულთან ბრძოლაში საგამოძიებო სამსახურებს შორის თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ფრანგულ და ქართულ მხარეებს შორის სისხლის სამართლის გამოძიების ყველა დონეზე გამოცდილების ურთიერთგაცვლის და ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე .
კონფერენცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც მონაწილეები დანაშაულთან აქტიურად და ეფექტურად ბრძოლის მიმართულებით, საკუთარ უწყებებში მიმდინარე პროცესებზე და გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები