„თოლია“ – ბელორუსი რეჟისორის პრემიერა ახმეტელის თეატრში

7, 8 ივლისს, 19 საათზე, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერაა.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, „თოლია“ ანტონ ჩეხოვისა და ბორის აკუნინის მიხედვით ბელორუსმა რეჟისორმა, მინსკის თანამედროვე სამხატვრო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა – ვლადიმერ უშაკოვმა ახმეტელის თეატრის მსახიობებთან ერთად დადგა.
ცამეტი პერსონაჟი და ცამეტივე მკვლელი, მათ, ყველას, ტრეპლევის მოკვლის საკუთარი მიზეზი აქვთ.. ანტონ ჩეხოვის ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი პიესის „თოლია“ ინტერპრეტაცია თანამედროვე მწერლის – ბორის აკუნინის თვალით და დეტექტიური პასაჟებით.
რა ჩაიფიქრა ახმეტელის თეატრში ბელორუსმა რეჟისორმა ვლადიმერ უშაკოვმა? „ ესეც შენი თეატრი! ფარდა, პირველი კულისი. მეორე… იქით კი, ცარიელი სივრცე. არავითარი დეკორაცია. უკანა პლანზე მხოლოდ ტბაა და ჰორიზონტი… ფარდას ზუსტად ათის ნახევარზე გავხსნით, როცა მთვარე ამოვა“…
მხატვარი – მარიკა კვაჭაძე, კომპოზიტორი – ოლეგ ხომენკო.
მონაწილეობენ: სოფია სებისკვერაძე, გიორგი ცხადაძე, ნუგზარ ყურაშვილი, გიგი მიგრიაული, თინა გვაზავა, ვერონიკა კალანდარიშვილი, მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, მაიკო ვაწაძე, ანდრია გველესიანი, ოთო ჩიქობავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები